სხვა

15:46 | 5.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

გენადი გურალია მსოფლიოს ჩემპიონია

ოქტომბრის მიწურულს მექსიკის ქალაქმა ჩაპალამ ვეტერან წყალმოთხილამურეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს პირველობაზე 20 ქვეყნის 120 სპორტსმენი გამოვიდა: მათ შორის იყო ქართველი გენადი გურალია, რომელმაც 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მრავალჭიდის ჯამში 2560 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ გურალიამ მეორე ადგილზე გასულ ამერიკელ მიჰაელ მაკკორმაკს 200-ზე მეტი ქულით გაუსწრო.
ქართველმა სპორტსმენმა 865.23 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ტრამპლინიდან ხტომაში, ხოლო ფიგურულ შეჯიბრში მეოთხე ადგილს დასჯერდა და მცირედი დააკლდა ბრინჯოს მედლამდე. გურალიას შედეგებით, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-11 ადგილზე გავიდა.

 

www.guralia.com-ის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104903