ფეხბურთი

13:57 | 27.02.2013 | ნანახია 848 - ჯერ

გელა სანაია “მაღაროელის“ დამრიგებელია

საქართველოში Pro ლიცენზიის მქონე მწვრთნელი არცთუ ბევრია. ერთი მათგანი გელა სანაია გახლავთ. უმაღლესი სამწვრთნელო განათლების 34 წლის სპეციალისტი აქამდე დედაქალაქურ “ლოკომოტივს“, “სამტრედიას“ და ხობის “კოლხეთს“ ავარჯიშებდა. ამ სეზონში სანაია პირველლიგურ “ლოკომოტივში“ იყო, თუმც მწვრთნელი ჯერ კიდევ შემოდგომაზე გუნდიდან გაუშვეს.
მაღალკვალიფიციური დამრიგებელი დღესდღეობით პირველი ლიგის ბინადარ ჭიათურის “მაღაროელშია“. გათამაშების დარჩენილი ნაწილისთვის გუნდი სწორედ მისი ხელმძღვანელობით ემზადება. ჭიათურელები ახლა ადგილზე ვარჯიშობენ, მანამდე კი მათ 10-დღიანი შეკრება ქობულეთში გაიარეს. “მაღაროელმა“ 3 საკონტროლო მატჩი გამართა: “სამტრედიასთან“ 1:2 წააგო, მე-2 ლიგის დასავლეთის ზონის წარმომადგენლებთან - ქედის “ბეთლემთან“ და ზესტაფონის “მარგვეთთან“ კი ფრედ, შესაბამისად 3:3 და 0:0 ითამაშა.
გელა სანაიას “,მაღაროელის“ გაწვრთნაში ამირან გაჩეჩილაძე ეხმარება.


იუზა კაციტაძე

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.078405