23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნათია გეგიამ ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ოთხი მატჩის მოგება მოახერხა და მერვედფინალში გააღწია, რისი წყალობითაც 8 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ცნობისთვის, ამჟამად გეგიას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 11 ქულით 979-ე ადგილი უკავია, პუნეში ნაჩვენები შედეგების წყალობით კი დაახლოებით 150 პოზიციით დაწუნაურდება.
შეგახსენებთ, რომ ნათიამ ინდური ტურნირის კვალიფიკაციაში სამი გამარჯვება იზეიმა, ძირითად ბადეში ტაილანდელ სანკაეუს სძლია, მერვედფინალში კი პირველ ნომრად განთესილ ტაილანდის კიდევ ერთ წარმომადგენელ ვარატჩაია ვონგტეანჩაისთან 6:7 (2:7), 3:6 დამარცხდა.







