სხვა

9:06 | 27.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

გედევანიშვილი ზაგრებში მეთოთხმეტეა

ზაგრებში მიმდინარე ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ევროპის ორგზის მესამე პრიზიორმა ელენე გედევანიშვილმა დაასრულა. მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე მეთექვსმეტე იყო და მოწინავეთა ათეულში მოხვედრის მცირე შანსიღა ჰქონდა შერჩენილი. თავისუფალ პროგრამაში ელენემ უკეთ ისრიალა, მეთერთმეტე შედეგი აჩვენა, 2 გამოსვლის ჯამში კი გედევანიშვილმა 14-ე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონი ტიტულოვანი იტალიელის კაროლინა კოსტნერი გახდა, კვარცხლბეკზე მეორე-მესამე ადგილები კი რუსეთის წარმომადგენლებმა დაიკავეს. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი კოსტნერი მეხუთედ გახდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული.
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085908