სხვა

1:46 | 15.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გედევანიშვილი თავისუფალი პროგრამის მიღმა დარჩა

კანადის ქალაქ ლონდონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ელენე გედევანიშვილმა ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა და თავისუფალი პროგრამის მიღმა დარჩა. ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში მხოლოდ 42.40 ქულა მიიღო და 35 მონაწილეს შორის 29-ე ადგილი დაიკავა. ფინალში მოწინავე 24 მონაწილე გადიოდა, ამდენად, ელენემ მსოფლიოს პირველობა ნაადრევად დაასრულა. მოკლე პროგრამის შემდეგ საუკეთესო შედეგი იუნა კიმს (სამხრეთ კორეა, 69.97 ქულა) გააჩნია, მას კი კვალში კაროლინა კოსტნერი (იტალია, 66.86) და კანაკო მურაკამი (იაპონია, 66.64) უდგანან. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096971