საქართველოში ვიზიტით მყოფმა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა, გარი კასპაროვმა დღეს, ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ახალგაზრდა ქართველ მოჭადრაკეებთან ერთობლივი თამაშების სეანსი ჩაატარა.
12-დან 19 წლის ასაკის 11 მოჭადრაკიდან, 6 ბიჭი და 5 გოგონა იყო. ესენი არიან: ქეთი წაწალაშვილი, მარიამ დანელია, ლიკა კობეშავიძე, ნინო ხომერიკი, დეა გოგიშვილი, გიგლა ბენიძე, ალექსანდრე ებრალიძე, გიორგი ნიკოლაშვილი, ირაკლი ბერაძე, გიორგი სიბაშვილი და ნიკა ქუმსიაშვილი.
როგორც მოსალოდნელი იყო, კასპაროვმა თერთმეტივე შეხვედრა მოიგო.
როლანდ ლაბუჩიძე







