ფეხბურთი

14:38 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაიმ” ილმაზი 40 მილიონად დააფასა

სტამბულის “გალათასარაიმ” თავდამსხმელი ბურაქ ილმაზი 25 მილიონ ევროდ არ დათმო. El Mundo Deportivo-ს ცნობით, თურქული კლუბის პრეზიდენტმა უნალ აისალმა მადრიდის “ატლეტიკოს” უარი შეუთვალა და ფორვარდი 40 მილიონ ევროდ შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ Transfermarket-ი თურქეთის ეროვნული ნაკრების 27 წლის მეგოლეს 18 მილიონ ევროდ აფასებს. ილმაზს სტამბულელებთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.

ცნობისათვის, 2012-2013 წლების სეზონში, ილმაზმა 30 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112481