ფეხბურთი

11:44 | 30.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაიმ” “ბარსელონას” მუსლერა არ დაუთმო

კატალონიის “ბარსელონამ” სტამბულის “გალათასარაის” მეკარის – ფერნანდო მუსლერას შეძენა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. Goal-ის ინფორმაციით, კატალონიელებმა თურქებს 17 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

“გალათასარაიმ” ურუგვაელი კარის დარაჯი 20 მილიონ ევროდ შეაფასა. მოგეხსენებათ, “ბარსელონა” ვიქტორ ვალდესის შემცვლელს აქტიურად ეძებს და მუსლერაც ტრანსფერის ამიტომ დასჭირდა.

ცნობისათვის, მუსლერას სტამბულელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114563