ჭადრაკი

16:43 | 23.06.2013 | ნანახია 1140 - ჯერ

გაიოზ ნიგალიძე საქართველოს ჩემპიონია

 

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო მე-11 ტურში, ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა, საერთაშორისო ოსტატმა, გაიოზ ნიგალიძემ, გიგა ყუფარაძესთან ყაიმი გააკეთა, 11 შესაძლებლობიდან 9.0 ქულა დააგროვა, მეტოქეებისათვის მიუწვდომელი გახდა და საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.

ნიგალიძემ აღნიშნულ ტურნირში დიდოსტატის მეორე ბალი შეასრულა. ოქროს მედალთან ერთად ეროვნულ ნაკრებში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, პრიზის სახით კი ხუთი ათასი ლარი მიიღო.

მე-11 ტური ჯერ ისევ გრძელდება და აღნიშნულიდან გამომდინარე, 72-ე ეროვნულ ჩემპიონატში ადგილები ბოლომდე არ განაწილებულა. 

 

 

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.071395