ტორონტოში მიმდინარე კანადის ღია პირველობას ჭადრაკში, ხუთი ტურის თავზე ხუთი ლიდერი ჰყავს, რომელთა შორის ქართველი დიდოსტატი მერაბ გაგუნაშვილიც (2596) იმყოფება.
გაგუნაშვილმა ყაიმით ერთადერთი პარტია დაასრულა, დანარჩენ ოთხ შეხვედრაში კი გამარჯვება იზეიმა. მერაბს კიდევ ოთხ მოჭადრაკესთან ერთად 4.5 ქულა მოუგროვდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-2 ადგილზე გახლავთ და მხოლოდ ბრიტანელ ლუკ მაკშეინს (2624) ჩამორჩება.
ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და მასში 15 ქვეყნის 263 წარმომადგენელი ირჯებაა. საპრიზო ფონდი 32 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებულს 6 500 ერგება.
მე-6 ტურში გაგუნშვილის მეტოქე ერთ-ერთი ლიდერი, კანადის სახელით მოთამაშე ნიკოლაი ნორიცინი (2536) იქნება. ქართველი დიდოსტატი შავი ფიგურებით ითამაშებს.







