ჭადრაკი

22:24 | 4.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

გაგუნაშვილის გარეშე ჩაივლის

ბლიცში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური რაუნდი მერაბ გაგუნაშვილის (2578) გარეშე ჩაივლის. ქართველმა მოჭადრაკემ ნახევარფინალურ რაუნდში 12.5 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზე გავიდა, მომდევნო ეტაპის საგზურს კი მხოლოდ ლიდერთა სამეული იღებდა.
საბოლოო შედეგების მიხედვით, ფინალში რუსებმა დმიტრი ანდრეიკინმა (2700) და ნიკოლაი ჩადაევმა (2605) და ვიეტნამელმა ქუანგ ლიემ ლემ (2693) გააღწიეს.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ბლიცსა და სწრაფ ჭადრაკში გადამწყვეტი პარტიები 5 ივლისს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098211