ქართველმა მოჭადრაკე მერაბ გაგუნაშვილმა (2584) ინდონეზიის ღია პირველობა მარცხით დაასრულა და საბოლოოდ, 5.5 ქულით 106 მონაწილეს შორის მე-15 ადგილი დაიკავა.
უკანასკნელ მე-9 ტურში გაგუნაშვილმა თეთრი ფიგურებით უზბეკ მარატ დჟუმაევთან (2516) წააგო და ეს მისთვის მე-2 წარუმატებლობა იყო. ამას გარდა, მერაბმა 4 გამარჯვება იზეიმა, 3 პარტია კი ყაიმით დაასრულა.
ინდონეზიის პირველობაზე საუკეთესო შედეგი (7.5 ქულა) ჩინელებმა იანგიი იუმ (2651) და ჩაო ლიმ (2681) აჩვენეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ჩემპიონობა იუმ იზეიმა.







