ინდონეზიის ღია ჩემპიონატში წარმატებით თამაშობს ქართველი მოჭადრაკე მერაბ გაგუნაშვილი (2584). ტურნირზე უკვე 5 ტური მიილია, გაგუნაშვილი კი ჯერაც დაუმარცხებლად ასპარეზობს და დამატებითი მაჩვენებლებით, 4.0 ქულით, მე-4 ადგილზე იმყოფება.
მერაბმა საწყის სამ პარტიაში გამარჯვება იზეიმა, შემდეგ კი 2 ყაიმი გააფორმა. ქართველმა დიდოსტატმა ინდონეზიელებს ლაკსანას (2305) და ჯუსვანტოს (2412) და ფილიპინელ დიმაკილინგს (2470) აჯობა, ინდოელ განგულის (2610) და უკრაინელ ფედორჩუკს (2647) კი დაუზავდა.
5 ტურის თავზე ინდონეზიის პირველობას ერთპიროვნულად ჩინელი იანგუი იუ (2651) ლიდერობს, რომლის აქტივშიც 4.5 ქულაა. მე-6 ტურში, რომელიც 15 ოქტომბერს შედგება, გაგუნაშვილი შავი ფიგურებით ჩინელ ჩაო ლის (2681) ეთამაშება.







