კანადის ქალაქ ტორონტოში სტარტი აიღო ქვეყნის ღია ჩემპიონატმა ჭადრაკში, რომელშიც ქართველი დიდოსტატი მერაბ გაგუნაშვილიც (რეიტინგი 2596) მონაწილეობს.
ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და მასში 15 ქვეყნის 213 წარმომადგენელი იღებს თამაშობს, საპრიზო ფონდი კი 32 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 6 500-ს მიიღებს.
განვლილი 3 ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმით შვიდი მოჭადრაკე დაწინაურდა, მათ შორის კი გაგუნაშვილიც იმყოფება.
მერაბის მომდევნო მეტოქე ასევე სამი პარტიის მომგები ლიტველი დიდოსტატი ედუარდას როზენტალისი (2631) იქნება.
კანადის ღია პირველობაზე უმაღლეს რეიტინგი (2678) ინდოელ ჰარიკრიშნა პენტალას გააჩნია, გაგუნაშვილი კი მე-6 ადგილზეა.







