ჭადრაკი

14:54 | 11.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

გაგუნაშვილი ინდონეზიის ჩემპიონატში ითამაშებს

ინდონეზიაში სტარტს იღებს ქვეყნის ღია ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც ჯამში 106 მონაწილე ჩაებმება. მათ შორის ერთი ქართველი მოჭადრაკე – მერაბ გაგუნაშვილიც (2584) გახლავთ, რომელსაც მე-13 რეიტინგი გააჩნია.
პირველ ტურში გაგუნაშვილი თეთრი ფიგურებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი 66-ე განთესვის მქონე ინდონეზიელი აგუსტა ლაკსანა (2305) იქნება.
ტურნირის უმთავრეს ფავორიტთა ხუთეული ასე გამოიყურება: ივან სოკოლოვი (ჰოლანდია, 2690), ჩაო ლი (ჩინეთი, 2681), ვლადისლავ ტკაჩიევი (საფრანგეთი, 2662), იანგიი იუ (ჩინეთი, 2651), სერგეი ფედორჩუკი (უკრაინა, 2647).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126071