სხვა

16:48 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს წარუმატებელი სტარტი

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებულ 2014 წლის პირველ სუპერტურნირზე წარუმატებელი სტარტი აიღო ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ.

ქართველი გოლიათი ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, სასტარტო შერკინება კი დასავლეთის მე-11 მაეგაშირა იოშიკაძესთან ოშიდაშით დათმო. გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა შოტენრო იქნება.

ტოკიოში პირველი გამარჯვება იზეიმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელიც თანამემამულე ჰარუმაფუჯის არყოფნაში, შეჯიბრის გამოკვეთილ ფავორიტად იქცა. “თეთრმა ფენიქსმა” კომუსუბი ტოჩიოძანი დაჯაბნა, ოძეკებმა – კისენოსატომ და კაკურიუმ კი, შესაბამისად, პირველ მაეგაშირებთან – ტოიონოშიმასთან და ოკინოუმისთან წააგეს.

სამწუხაროდ, საქმეში ამჯერადაც ვერ ვიხილეთ ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე, რომელიც ბოლო პერიოდია ტრავმებით გახლავთ გაწამებული. ქართველი სუმოისტი, რომელიც უკვე რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში გახლავთ დაქვეითებული, ვერც ჰაცუ ბაშოზე იასპარეზებს.

და ერთი ცნობაც, რომელიც სუმოს მოყვარულებს ნამდვილად არ გაახარეს. აქამდე, იაპონიის სუმოს ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბაშოების ინტერნეტ-ტრანსლაციისთვის თვალის მიდევნება უფასოდ გახლდათ შესაძლებელი, რამაც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ძალიან შეუწყო ხელი.

ახლა კი, იაპონელებმა ცოტა მოულოდნელი გაადწყვეტილება მიიღეს და ქვეუნის ფარგლებს გარეთ ტრანსლაცია ფასიანი გახადეს. თუკი ტურნირისთვის სრულად თვალის მიდევნება გსურთ, 120 დოლარი უნდა გადაიხადოთ, დღიური რეპორტაჟები 10 დოლარი ღირს, ტურნირის დასკვნითი დღის (სენსიურაკე) ბრძოლების ხილვა კი 15 დოლარი დაგიჯდებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120018