სხვა

16:44 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს შანსი რჩება

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ტოკიოს ბაშოზე მე-6 გამარჯვება იზეიმა და ჯერჯერობით, დადებითი ბალანსის ანუ კაჩი-კოშის დაფიქსირების შანსს ინარჩუნებს.

გაგამარუმ, რომელიც სექტემბრის სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ტენკაიჰოს ჰატაკიკომოთ სძლია და მართალია, ისევ უარყოფითი ბალანსი (6 მოგება, 7 მარცხი) შერჩა, ჯერ დაკარგული არაფერია.

ქართველ სეკიტორს მიზნის მისაღწევად დარჩენილი ორივე ბრძოლის მოგება მართებს, რომელთაგან პირველი 28 სექტემბერს დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტამაასუკასთან ელის. ამ უკანასკნელთან ჯუღელს თანაბარი ბალანსი (1-1) გააჩნია.

“იმპერატორის თასის” მოპოვებას კიდევ უფრო მიუახლოვდა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მე-12 გამარჯვება ოძეკი კაკურიუსთან იზეიმა, ოძეკი კისენოსატო კი სკეივაკე გოეიდოსთან დამარცხდა და 10 მოგება შერჩა. მოკლედ, ჰაკუჰოს გასაჩემპიონებლად დარჩენილ ორ შერკინებაში ერთი გამარჯვებაც ჰყოფნის.

სექტემბრის ბაშოს მე-13 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=I2lW1JZYcbg&feature=player_embedded#t=0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16713