სხვა

15:09 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს პირველი გამარჯვება

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც გაგამარუს შიკონათი გახლავთ ცნობილი, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა შოტენროსთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და საბოლოოდ, ჰატაკიკომით იმარჯვა.

ქართველ გოლიათს თანაბარი ბალანსი (1 მოგება, 1 მარცხი) გაუხდა, მომდევნო შერკინება კი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კიოკუშუჰოსთან ელის.

ტოკიოს ბაშოს მე-2 დღემ მეტნაკლებად წარმატებულად ჩაიარა ელიტარული სუმოისტებისთვის. იოკოძუნა ჰაკუჰომ და ოძეკებმა – კაკურიუმ და კისენოსატომ გამარჯვებები იზეიმეს, ოძეკი კოტოშოგიკუმ კი მარცხი განიცადა.

 

ტოკიოს ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=nXJX0OnyjXw#t=0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119127