სხვა

16:48 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს მე-2 მარცხი

ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (203 კგ.) სეკიტორმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ტოკიოს “რიოგოკუ კოკიგიკანში” მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე მე-2 მარცხი განიცადა. აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-8 მაეგაშირა იოშიკაძესთან (140 კგ.) ვერაფერი გააწყო.

იაპონელმა სუმოისტმა ქართველს გვერდიდან შუეტია და ცუკიოტოშით დაჯაბნა. მე-3 დღეს გაგამარუს პირისპირ აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ფუჯიაძუმა დადგება, რომელიც ჯუღელს გასულ სამივე ორთაბრძოლაში დამარცხებული ჰყავს.

მოულოდნელი მარცხი განიცადა იოკოძუნას ტიტულის მქონე ჰარუმაფუჯიმ. მონღოლი სეკიტორი ოშიდაშით აღმოსავლეთის პირველმა მაეგაშირა შოჰოძანმა დასცა და “ოქროს ვარსკვლავიც” დაიმსახურა. ჯერჯერობით, უდანაკარგოდ ასპარეზობენ იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკები კაკურიუ, კოტოშოგიკუ, კოტოოშუ და კისენოსატო და სეკივაკე მიოგირიუ.

შეგახსენებთ, რომ ვერც სექტემბრის ბაშოზე ასპარეზობს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე, რომელიც სექტემბრის ტურნირს რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში უნდა შეხვედროდა, თუმცა, ტრავმის გამო, დოჰიოზე გასვლას ვერ ახერხებს.

სექტემბრის ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=FVOqmiji5Y0&feature=player_embedded#t=0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116468