სხვა

13:58 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს დარჩენილი ოთხი ბრძოლიდან სამის მოგება სჭირდება

ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის სუპერტურნირი კვლავაც მონღოლი იოკოძუნების სრული ჰეგემონიით მიმდინარეობს. ჰაკუჰომ და ჰარუმაფუჯიმ უკვე მიჯრით მე-11 მოგებები მიითვალეს და სასაწაული უნდა მოხდეს, “იმპერატორის თასის” მფლობელი ამ ორთაგან ერთი რომ არ იყოს.

იოკოძუნათაგან სრულიად განსხვავებული მისია აქვს ქართველ სუმოისტს გაგამარუს, რომელიც კიუშიუ ბაშოზე დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით ირჯება და უცილობლად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება მართებს, თავი რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში რომ არ ამოჰყოს.

არადა, ჯერჯერობით, საქმეს კარგი პირი არ უჩანს. გაგამარუ აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან შიტატენაგეთი დამარცხდა და ეს მისთვის, 5 გამარჯვების წილ მე-6 წაგება იყო. იოლ გამოსათვლელია, რომ მიზნის მისაღწევად ქართველ გოლიათს დარჩენილი 4 ბრძოლიდან მინიმუმ სამის მოგება მართებს, რაც ურთულესი საქმე იქნება.

ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ფუჯიაძუმა იქნება, რომელსაც ფუკუოკაში უკვე 7 შერკინება აქვს მოგებული და კაჩი-კოშისთვის ერთადერთი წარმატებული ბრძოლაღა სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113263