სხვა

14:08 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ კაჩი-კოში დააფიქსირა

 

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელსაც საზოგადოება გაგამარუს შიკონათი იცნობს, ჰაცუ ბაშოზე დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსირა, რაც მისი სატიტულო წინსვლის წინაპირობაა.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ტოკიოში მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, გადამწყვეტი მე-8 გამარჯვება კი დასავლეთის მე-5 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან იორიკირით დააფიქსირა.

თუკი ქართველმა გოლიათმა დარჩენილ ორ ბრძოლაშიც იმარჯვა, მისი წინსვლა კიდევ უფრო საგრძნობი იქნება. ჯუღელს ბოლოსწინა მე-14 შერკინება აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა შოჰოძანთან ელის.

მორიგ წარმატებასთან ძალიან ახლოსაა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც ზედიზედ მე-13 გამარჯვება ოძეკი კისენოსატოსთან იზეიმა, მისი უახლოესი მდევარი კი ოძეკი კაკურიუა. ამ უკანასკნელმა მე-12 მოგება ოძეკი კოტოშოგკუსთან მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110269