სხვა

14:29 | 17.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ სპორტის სამინისტროს ესტუმრა

17 დეკემბერს საქარველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქართველი სუმოისტი გაგამარუ მასარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ესტუმრა. დაახლოებით ნახევარსაათიანი კაბინეტური შეხვედრის შემდეგ ოფიციალური კომენტარებიც გაკეთდა.
“იაპონიაში საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს. სამშობლოში საახალწლოდ ჩამოვედი და მოხარული ვარ, რომ სპორტის მინისტრმა გამონახა დრო ჩემთან შესახვედრად. მზად ვარ, სამინისტროსთან მომავალშიც ვითანამშრომლო“, - განაცხადა გაგამარუმ.
ლევან ყიფიანმაც აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო მზადაა თანამშრომლობის უფრო გასაღრმავებლად და სამომავლოდ ალბათ ბევრი საინტერესო ერთობლივი აქციაც დაიგეგმება“, - განაცხადა ყიფიანმა.
გაგამარუ მასარუ ტოჩინოშინის შემდეგ მესამე ქართველი პროფესიონალი სუმოისტია. პროფესიულ ლიგაში მისი დებიუტი 2005 წელს შედგა, 2012 წლის მარტში კი კარიერაში უმაღლეს საფეხურს მიაღწია - გახდა აღმოსავლეთის პირველი კომუსუბი.

გაგამარუ მასარუ (თეიმურაზ ჯუღელი)
დაიბადა 1987 წლის 23 თებერვალს თბილისში
სიმაღლე: 185სმ; წონა: 198კგ

2012 წელს ექვს ბაშოზე გამოვიდა:
იანვარი, ჰაცუს ბაშო - 12:3, დასავლეთის მეათე მაეგაშირა
მარტი, ჰარუს ბაშო - 6:9, გახდა აღმოსავლეთის პირველი კომუსუბი
მაისი, ნაცუს ბაშო - 5:10, დასავლეთის მეორე მაეგაშირა
ივლისი, ნაგოიას ბაშო - 10:5, აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა
სექტემბერი, აკის ბაშო - 4:11, დასავლეთის მეორე მაეგაშირა
ნოემბერი, კიუშუს ბაშო - 8:7, აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირა

 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

 msy.gov.ge-ს ფოტო
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085737