სხვა

17:33 | 24.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ დააწინაურეს, ტოჩინოშინი დაქვეითდა

პროფესიული სუმოს ასოციაციამ 2013 წლის პირველი სუპერტურნირისთვის ოფიციალური რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც პირველმა ევროპელმა სეკიტორმა ლევან ცაგურიამ ანუ კოკაიმ კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, კლასიფიკაციაში, ორი ქართველი სუმოისტიღა ხვდება – თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) და ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი).
გასულ ნოემბერს, ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” გამართულ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუმ მინიმალური დადებითი ბალანსი (8 მოგება, 7 მარცხი) გაიფორმა და მცირე წინსვლა შეეხო. მომდევნო ტურნირზე იგი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას ტიტულით გაირჯება. წინა შედეგებიდან გამომდინარე, უკუსვლა შეეხო ტოჩინოშინს. იგი ფუკუოკაში აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა გახლდათ, თუმცა, 15-დან მხოლოდ ხუთ ბრძოლაში იმარჯვა და აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირობამდე ჩამოქვეითდა.
ცხადია, რეიტინგის სათავეში, მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი იმყოფებიან, მათ ოძეკები კისენოსატო, კაკურიუ, კოტოოშუ და კოტოშოგიკუ მოჰყვებიან, სეკივაკეები გოეიდო და ბარუტო არიან, კომუსუბის ტიტული კი ტოჩიოძანს და შოჰოძანს მიეკუთვნათ. ცხადია, ესოდენ დაბალ დონეზე უცნაურია ესტონელი გოლიათის კაიდო ჰოოველსონის იგივე ბარუტოს ხილვა, რომლის ვარდნაც ბოლო ტურნირებზე წარუმატებელმა გამოსვლამ განაპირობა. ბალტიისპირელი ოძეკის ტიტულს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუკი მომავალ ტურნირე მინიმუმ ათ მოგებას გაიფორმებს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის პირველი სუპერტურნირი სტარტს 13 იანვარს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” აიღებს. ჰაცუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს გასტანს და 27 იანვარს დასრულდება.

 

აღმოსავლეთი      წოდება დასავლეთი
ჰაკუჰო იოკოძუნა ჰარუმაფუჯი
კისენოსატო ოძეკი კაკურიუ
კოტოოშუ ოძეკი კოტოშოგიკუ
გოეიდო სეკივაკე ბარუტო
ტოჩიოძანი კომუსუბი შოჰოძანი
ამინიშიკი მაეგაშირა #1 მიოგირიუ
ტოიონოშიმა #2 კიოკუტენჰო
ტოიოჰიბიკი #3 კაისეი
გაგამარუ #4 არანი
ჰომაშო #5 იკიოი
ტოჩინოშინი #6 აოიამა
ტაკაიასუ #7 მასუნოიამა
იოშიკაძე #8 ჩიოტაირიუ
ტოკიტენკუ #9 ტაკეკაძე
კიტატაიკი #10 ოკინოუმი
ვაკანოსატო #11 ფუჯიაძუმა
სადანოფუჯი #12 ტამავაში
დაიდო #13 ასაჰიშო
შოტენრო #14 ტაკარაფუჯი
ტოჩინოვაკა #15 კოტოიუკი
მიაბიამა #16 ტამაასუკა

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091065