სხვა

16:02 | 23.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ ცხრამდე ავიდა

 

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე მაისის ბაშოზე მე-9 გამარჯვება იზეიმა და ზაფხულის სუპერტურნირის ლიდერთა შორის იმყოფება.

ქართველი გოლიათის (206 კგ.) წინ მხოლოდ 3 სუმოისტი იმყოფება: იოკოძუნა ჰაკუჰოს და ოძეკი კისენოსატოს 12-12 მოგება გააჩნიათ, ხოლო ოძეკი კაკურიუს აქტივში 11 გამარჯვებაა.

გაგამარუმ მორიგ წარმატებას აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა დაიდოსთან მიაღწია. დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ჯუღელმა იაპონელი ჰატაკიკომის წყალობით გადათელა.

ქართველი სეკიტორის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა იოშიკაძე იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ჩვენებური 2:5 მარცხდება.

აშკარად გვიან მოუვიდა გამოფხიზლება ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს, რომელმაც მიჯრით მე-2 გამარჯვება კი იზეიმა, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაშოს სტარტზე ზედიზედ 10 (!) მარცხი განიცადა. ეს კი, ქართველი სეკიტორებისთვის ყველა დროის ანტი-რეკორდია.

დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულის მქონე ტოჩინოშინმა დასავლეთისვე მე-7 მაეგაშირა ჯოკორიუს მავაში ხელთ იოლად იგდო და უვატენაგე განახორციელა. გორგაძეს შემდეგი ბრძოლა დასავლეთის პირველ მაეგაშირა ამინიშიკისთან ელის, რომელთანაც გასული 13 შერკინებიდან 6-ში უმარჯვია.

დღის ცენტრალურ შეხვედრებში ჰაკუჰომ კაკურიუს სძლია, კისენოსატომ კი ჰარუმაფუჯი დაამარცხა. მაისის ბაშოს მე-13 ტურში გამორჩეული 3 დაპირისპირებაა: კისენოსატო-კაკურიუ, ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (9-3) და კოტოოშუ (7-5)-ჰარუმაფუჯი (9-3).

http://www.youtube.com/watch?v=WcEXWQBOw4E&feature=player_embedded

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162197