ჭადრაკი

14:46 | 3.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილმა ხმიადაშვილს აჯობა

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა (2363) იტალიის ქალაქ არკოში მიმდინარე ვეტერანთა მსოფლიოს პირველობის მე-6 ტურში თანამემამულე თამარ ხმიადაშვილს (2162) შავი ფიგურებით სძლია და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ხმიადაშვილი ვეტერანთა შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონია და გუშინდლამდე დაუმარცხებლად ასპარეზობდა, ვეტერანებშივე ასევე მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ გაფრინდაშვილთან კი ვერაფერი გააწყო.
6 ტურის თავზე ქართველ მოჭადრაკეთა მონაგარი 4.5-4.5 ქულაა. როგორც აღვნიშნეთ, დამატებითი მაჩვენებლებით, ქალბატონი ნონა ლიდერი შეიქმნა, თამარი კი მე-2 პოზიციაზე აღმოჩნდა.
ქართველთა დარად, 4.5 ქულა გააჩნია რუს ელენა ფატალიბეკოვას (2270), რომელსაც მე-7 ტურში ხმიადაშვილი თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდება, გაფრინდაშვილი კი ასევე თეთრებით კიდევ ერთ რუს ლარისა ხროპოვას (2037) ეთამაშება. ეს უკანასკნელი 4.0 ქულით მე-6 საფეხურზე იმყოფება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალები 9 ტურს ჩაატარებენ. ტურნირის გამარჯვებული საპრიზო ფონდიდან 600 ევროს მიიღებს, შემდეგი ადგილებისთვის კი ასეთი ჯილდოებია: II-500, III-400, IV-200 ევრო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.196393