ჭადრაკი

23:25 | 19.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილი ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება

ხორვატიის ქალაქ ოპატიაში მიმდინარე სენიორთა საჭადრაკო მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთი ტურის თავზე, ქალთა შეჯიბრში 4.5 ქულით რუსი ლუდმილა საუნინა (2274) დაწინაურდა, პირველ ნომრად განთესილი ნონა გაფრინდაშვილი კი ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება.
მეხუთე ტურში გაფრინდაშვილმა თეთრი ფიგურებით რუსი სვეტლანა მიედნიკოვა (2165) დაამარცხა, ნინო მელაშვილისა (2106) და თამარ ხმიადაშვილის (2166) ქართული დაპირისპირება კი ყაიმით დასრულდა. შედეგად, ხმიადაშვილი 3.5 ქულით მეექვსეა, ხოლო მელაშვილი ასეთივე მონაგარით – მეცხრე.
კვირას, მსოფლიო პირველობაზე დასვენების დღეა, ორშაბათს კი, მეექვსე ტურში გაფრინდაშვილი ლიდერ საუნინას ეთამაშება, ხმიადაშვილი – რუს ვალენტინა კოზლოვსკაიას (2281), ხოლო მელაშვილი – ინდოელ ტიპსეის (2152).
11 ტურად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 15 ათასი ევროა, რომელიც ძალიან უცნაურადაა გადანაწილებული: ვაჟთა ტურნირისთვის 12 ათასია გამოყოფილი, ქალებისთვის კი – 3 ათასი. შესაბამისად, თუკი ვაჟებში ჩემპიონი 2 100 ევროთი დაჯილდოვდება, ქალებში უძლიერესს 800 ევროთი დაკმაყოფილება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094762