უნგრეთის ქალაქ პაკსში დასრულდა გიორგი მარქსის მემორიალი, რომლის გამარჯვებულიც (2348) მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი გახდა.
ტურნირი 6 მოჭადრაკეს შორის 2 წრეს ჩატარდა. გაფრინდაშვილმა ერთადერთი პარტია მასპინძელ ილდიკო მადლისთან (2401) წააგო, თუმცა, მე-2 წრეში რევანშის აღება მოახერხა, სულ კი 4 მოგება, 5 ყაიმი და 1 წაგება მოუგროვდა.
ქართველმა მოჭადრაკემ უკრაინელი ტატიანა კონონეკოს დარად 6.5 ქულა მოაგროვა და მას დამატებითი მაჩვენებლების წყალობით აჯობა.
გაფრინდაშვილის, მადლისა და კონონენკოს გარდა, უნგრულ ტურნირში ლილიტ გალოანი (სომხეთი, 2384), შიდონია ვაიდა (უნგრეთი, 2338) და ლილი ტოტი (უნგრეთი, 2235) თამაშობდნენ.







