სხვა

15:28 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაჩემპიონებულმა ჰაკუჰომ ბაშო ცუდ ხასიათზე დაასრულა

მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ რიგით 26-ე “იმპერატორის თასი” ნაგოიას ბაშოს მე-13 დღეს გაიფორმა, თუმცა, ივლისის სუპერტურნირის დადებით განწყობაზე დასრულება მაინც ვერ მოახერხა.

“თეთრმა ფენიქსმა” ბაშოს დასკვნით დღეებში ჯერ ოძეკი კისენოსატოსთან წააგო და გამარჯვებათა სერია 42-ზე შეწყვიტა, შემდეგ კი იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთანაც დამარცხდა და ცხადია, ეს მის ტიტულზე ვერანაირ გავლენას ვეღარ იქონიებდა, ხასიათი მაინც ძალიან გაუფუჭდა.

ამგვარად, ჰაკუჰომ ივლისის ტურნირი 13 მოგებით და 2 მარცხით დაასრულა, მის შემდეგ კი საუკეთესო შედეგი (11 გამარჯვება) ხსენებულ კისენოსატოს და აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა კაისეის ჰქონდათ.

ბრწყინვალე ასპარეზობისთვის დაწესებული პრიზი პირველ მაეგაშირა ტაკაიასუს ერგო, რომელმაც ნაგოიაში იოკოძუნა ჰარუმაფუჯის და ოძეკებს – კაკურიუს და კოტოოშუს აჯობა, ჯამში კი თავი 9 მოგებას მოუყარა.

ნაგოიას ტურნირი ცუდად წარიმართა ქართველი სუმოისტებისთვის. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ ტრავმა მიიღო და მომავალი ტურნირისთვის რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ასპარეზობა მოუწევს.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, მან ნაგოიაში 15 შერკინებიდან მხოლოდ 3 მოიგო და ცხადია, რომ დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების გაცილებით უარეს ტიტულზე გაცვლის.

პროფესიული სუმო განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე 2 სექტემბერს გამოქვეყნდება, მომდევნო ბაშოს კი 15-29 სექტემბერს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” უმასპინძლებს.

ნაგოიას ბაშოს მე-14 და მე-15 დღეების მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=SQUHo6NmnfU&feature=player_embedded

http://www.youtube.com/watch?v=YESn2OOkego&feature=player_embedded

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11449