ჭადრაკი

22:44 | 18.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფურცელაძე ჩემპიონობასთან ახლოსაა

ქართველი მოჭადრაკე მაკა ფურცელაძე (2313), რომელიც ესტონეთში პაულ კერესის სახელობის ტურნირზე თამაშობს, გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა. ბოლო ტურის წინ, ფურცელაძე უახლოეს მდევარს ქულით უსწრებს და ჩემპიონობისთვის, დასკვნით პარტიაში ყაიმიც ეყოფა.
გასულ 8 ტურში ქართველმა მოჭადრაკემ ტურნირის ზედა დივიზიონში ერთადერთი მარცხი განიცადა და თავი 6.0 ქულას მოუყარა. ფურცელაძის ერთადერთი რეალური მეტოქე ესტონელი ოტომარ ლადვა (2267) გახლავთ, რომლის აქტივშიც 5.0 ქულაა. ბოლო ტურში ფურცელაძე შავი ფიგურებით კიდევ ერთ მასპინძელ მარკ ლაპიდუსს (2215) ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09213