კალათბურთი

17:53 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკ ფოგელი კვლავ “ინდიანაში” იმუშავებს

NBA-ს კლუბი “ინდიანა პეისერსი” მის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ფრენკ ფოგელთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს და სურვილი აქვს პოსტზე მომავალ, 2014-15 წლების სეზონშიც იხილოს.

ამის შესახებ განცხადება “ინდიანა პეისერსის” პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლარი ბერდმა გააკეთა.

ბერდი იძულებული გახდა ზემოთ ნახსენები განცხადება გაეკეთებინა, რადგან ჭორი გავრცელდა “ინდიანას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფოგელის შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061044