სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ჩაჩუა აირჩიეს.
ყრილობაზე დამსწრე ხმის მიცემის უფლების მქონე 32 დელეგატიდან ფარულ კენჭისყრაზე ჩაჩუამ 17 ხმა მიიღო, 15 ხმა ერგო მეორე კანდიდატს – ნინო მღებრიშვილს.
ფრენბურთის ფედერაციას 2001 წლიდან ლევან ახვლედიანი ხელმძღვანელობდა, ახალი პრეზიდენტი კი ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას 4-წლიანი ვადით ჩაიბარებს.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის ვინაობას ირაკლი ჩაჩუა მიმდინარე კვირას გაამხელს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური







