სოჭში მიმდინარე საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების პირველი ტაიმი, ფრედ 3:3 დასრულდა.
შეხვედრა ქართველი მორაგბეების უპირატესობით დაიწყო და მერაბ კვირიკაშვილმა მე-3 წუთზე ჯარიმით ანგარიში გახსნა. მას, მეორედაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ შორი დისტანციიდან მიზანმა უმტყუნა, მერე კი რუსებმა იმძლავრეს და თამაში საქართველოს ნაკრების ნახევარზე გადაიტანეს. 27-ე წუთზე რაჩკოვმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა კიდევ ორი ჯარიმა შეასრულეს, მაგრამ შორი მანძილიდან ვერ გაიტანეს და ტაიმი ფრედ დასრულდა.







