კალათბურთი

2:05 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული შოკი ესპანელებს

 მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები ესპანეთთან 64:88 განადგურდა, მეოთხედფინალში კი გაუვალი დაცვა “დააყენა” და მასპინძლებს შოკის მომგვრელი მარცხი აგემა – 65:52.

დასკვნითი მეოთხედის წინ, ვინსენ კოლეს შეგირდები ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეულში ესპანელებს 23:9 აჯობეს და საარაკო გამარჯვებას გამორჩნენ.

აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა მოხსნებში 50:28 იმარჯვეს, ესპანეთმა კი თამაშიდან 62-დან მხოლოდ 20 ტყორცნა (22-დან 2 სამქულიანი) გამოიყენა და თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

შეხვედრის გმირი ტომას უერტელი გახდა, რომელმაც 13 ქულიდან 11 დასკვნით მეოთხედში ჩააგდო. მის გარდა, გამოსარჩევია რუდი გობერის გარჯაც – 15 ქულა, 13 მოხსნა. ესპანელთა რიგებში სათანადო დონეზე მხოლო პაუ გასოლი გამოირჩა, რომლის მონაგარიც 17 ქულა და 8 მოხსნა იყო.

ამგვარად, 12 სექტემბერს საფრანგეთი ნახევარფინალში სერბეთს ეთამაშება, 11-ში კი მე-2 ფინალისტის ვინაობა აშშ-ს და ლიტვის ეროვნული გუნდების შერკინებაში გაირკვევა.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. მეოთხედფინალი. მადრიდი

საფრანგეთი – ესპანეთი 65:52 (15:15, 20:13, 7:15, 23:9)

სრული სტატისტიკა

http://www.fiba.com/basketballworldcup/2014/1009/France-Spain#|tab=boxscore_statistics

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115433