როგორც ცნობილია, ქალები ერთმანეთის ღირსებებსა და შესაძლებლობებს ხშირად ეჭვის თვალით უყურებენ და სწორედ ამიტომაც, სხვადასხვა ქვეყნაში გამართულ სილამაზის კონკურსებზე, ჟიურიში ქალები როგორც წესი უმცირესობაში არიან ხოლმე. ამ საყოველთაოდ ჩამოყალიბებული შეხედულების წინააღმდეგ წავიდა ერთ-ერთი ყვითელი ფრანგული ჟურნალი, რომელმაც ფეხბურთელების ცოლ-გერლფრენდებს შორის ყველაზე ლამაზის გამოსვლენად, სწორედ ქალებს შორის ჩაატარა გამოკითხვა.
ჟურნალის წარმომადგენლები დადიოდნენ მარსელისა და პარიზის ქუჩებში და შემხვედრ ქალებს აჩვენებდნენ ამა თუ იმ ფეხბურთელის გულისსწორთა ფოტოებს და სთხოვდნენ, მათ შორის საუკეთესო დაესახელებინათ. გამოკითხვის დროს, მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ გამოკითხულთა ასაკისა და სოციალური მდგომარეობისათვის და დაახლოებით 50 ათასამდე ფრანგ ქალთან საუბარი მოხერხდა.
ფრანგი ქალების აზრით, ყველაზე ლამაზი ქალი იტალიის ნაკრების მეკარეს, ჯიჯი ბუფონს ჰყავს და გამოკითხულთა უმეტესობამ ხმა სწორედ ჯიჯის სატრფოს, ჩეხ ალენა სერედოვას მისცა. მეორეზე კრიშტიანუ რონალდუს ცნობილი საცოლე – ირინა შეიკი გავიდა. მესამე საპატიო ადგილი კი, ფრანგი ქალების გადაწყვეტილებით, დიეგო მარადონას საყვარელმა, პარაგვაელმა მოდელმა – ლარისა რიკელმემ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ პირველ ათეულში ფრანგ ქალბატონებს ფრანგი ფეხბურთელების ცოლები არ შეუყვანიათ.







