თამაშგარე

12:07 | 13.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოლდო შვილის მოლოდინშია

ცნობილი იტალიელი გოლკიპერის, ფრანჩესკო ტოლდოს მეუღლე მანუელა ტოლდო ოთხწლიანი მოლოდინის შემდეგ შვილს ელოდება. ეს სასიხარულო ფაქტი ბედნიერმა მამამ იტალიურ მასმედიას თავად ამცნო და დაამატა, რომ ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში არ ყოფილა. როგორც უკვე ვთქვით, მანუელას და ფრანჩესკოს აქამდე შვილი არ ჰყოლიათ, მაგრამ ერთი ბავშვის აყვანა უკვე მოასწრეს.
ფრანჩესკო ტოლდოს პირველი შვილი, რომელიც ფეხბურთელმა შარშან იშვილა, 5 წლის  გოგონაა და ლილიანა ჰქვია. მეორე, ამჯერად სისხლისმიერი შვილის სქესი ჯერ არაა ცნობილი, თუმცა როგორც გოლკიპერი ამბობს, დარწმუნებულია, რომ ბიჭი ეყოლება, რადგან როგორც აღმოჩნდა, აქამდე ტოლდოების საგვარეულოში, ოჯახში პირველი შვილი, როგორც წესი, ბიჭი იბადებოდა ხოლმე.
”ვერსად ნახავთ ჩემს მოგვარეს, რომელსაც პირველი შვილი ბიჭი არ ჰყოლია. არ ვიცი, ეს გენეტიკის ბრალია თუ უბრალო დამთხვევის, მაგრამ აქამდე სულ ასე იყო და იმედია, არც ჩემს შემთხვევაში იქნება სხვანაირად. მე ერთი შვილი, პატარა გოგონა კი მყავს, მაგრამ როგორც იცით, ლილიანა ვიშვილეთ. ახლა კი ბიჭის დროც დადგა” – ამბობს გახარებული გოლკიპერი.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095325