ფეხბურთი

16:30 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრანც ბეკენბაუერი: “ალექს ფერგიუსონი მატარებელში დროულად ჩაჯდა”

მიუნხენის “ბაიერნის” მმართველი საბჭოს თავჯდომარემ ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დევიდ მოიესს დროულად გადააბარა.

“ვფიქრობ, სერ ალექს ფერგიუსონი მატარებელში დროულად ჩაჯდა და სწორი გზით გაემართა. გიოტცეს შეცვლა მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა. მარიომ მჭიდრო დაცვის წინააღმდეგ თავი ვერ გამოავლინა და მისი მოედნიდან გაყვანა ლოგიკურია. გვარდიოლამ ცვლილება განახორციელა და ფილიპ ლამი დაცვიდან წინ ასწია, რის შემდეგ, ნახევარდაცვა უფრო ორგანიზებული გახდა. თომას მიულერის გოლმა გერდ მიულერი გამახსენა, რომელსაც მსგავს სიტუაციებში ხშირად გაჰქონდა” – იუწყება ბეკენბაუერის სიტყვებს interneportali goal.com-ი.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112223