ავსტრიულ გრაცის “შტურმს”, სადაც გიორგი ფოფხაძე გამოდის, მთავარი მწვრთნელი შეეცვალა.
ამის შესახებ გრაცელთა საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მიმდინარე კვირაში “შტურმი” საკუთარ მოედანზე “ჰარტბერგთან” დამარცხდა (2:4) და ავსტრიის თასის 1/2-ფინალში ვერ გააღწია. სწორედ, ამის შემდეგ გადაწყვიტა გერმანელმა სპეციალისტმა დაკავებული თანამდებობის დატოვება.
ფოდა “შტურმში” 2006 წლიდან მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ავსტრიის ჩემპიონობის გარდა, ქვეყნის თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი









