ფეხბურთი

17:51 | 22.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე “კრილიას” შეუერთდა

გიორგი ფოფხაძე კვიპროსში შეკრებაზე მყოფ რუსეთის პრემიერლიგის კლუბ სამარას “კრილია სოვეტოვს” შეუერთდა და სავარაუდოდ,  კვირას, პირველლიგელი ნაბერეჟნიე ჩელნის “კამაზის” წინააღმდეგ სპარინგშიც ითამაშებს.
ამის შესახებ “კრილიას” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
“ვიბორგის” ყოფილი მარცხენა მცველი, ცოტა ხნის წინ “დინამოში” ვარჯიშობდა და კლუბში მისი დარჩენაც პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მოულოდნელად, თბილისელთა რიგები დატოვა და კვიპროსს მიაშურა.
სხვათა შორის, ფოფხაძეს დინამოელთა მთავარი მწვრთნელისთვის უთქვამს, რომ “კრილიაში” სინჯებს გაივლიდა და იქ ვერდარჩენის შემთხვევაში, კვლავ უკან დაბრუნდებოდა. თუმცა, კლუბისთვის ფეხბურთელის ასეთი პოზიცია მიუღებელია. ეს,  “მსოფლიო სპორტთან” საუბრისას თავად კახა კაჭარავამ აღნიშნა.
მისივე თქმით, “დინამოში” სინჯებზე მყოფი ლეგიონერებიდან, ალბათ, სერბ მარკო მაროვიჩს დაიტოვებს, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველია. გუნდიდან ლევან ხმალაძის წასვლის შემდეგ, “დინამოს” ამ პოზიციაზე პრობლემა შეექმნა და ფოფხაძის მიწვევაც ამას უკავშირდებოდა.
ლაშა თაბაგარი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089093