თამაშგარე

11:26 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფლორიკა ლეონიდა - ტანვარჯიშიდან მეძავობამდე

 

სპორტის გულშემატკივრებისთვის საოცარი არაფერია იმაში, რომ სპორტსმენები (ამ შემთხვევაში სპორტსმენი ქლბატონები), უფრო მეტი პოპულარობის და შემოსავლის გაზრდის მიზნით, ცნობილი ჟურნალებისთვის რომ პოზიორობენ. 

მაგრამ, ის რაც ცნობილმა რუმინელმა ტანმოვარჯიშემ, - 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა ფლორიკა ლეონიდამ გადაწყვიტა, ალბათ მაინც გასაოცარი და გულდასაწყვეტია მისი ფანებისთვის. ფლორიკამ, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, არც მეტი არც ნაკლები პროსტიტუციაში გადაწყვიტა “კარიერის” გაკეთება. რუმინელი ტანმოვარჯიშე ამ შემთხვევაში თავისი ქვეყნის ფარგლებს გასცდა და გერმანიაში ჯერ ფიტნეს ინსტრუქტორად მოეწყო, შემდეგ კი შემოსავლის გაზრდის მიზნით, მეძავობას მიჰყო ხელი. იგი ერთ-ერთ გერმანულ ესკორტ - საიტზე “ ინას” სახელითაა დარეგისტრირებული და კლიენტებს ყველა სახის სექსუალურ მომსახურებას სთავაზობს.

ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ არჩია მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა ასეთი “უხერხული” და დამამცირებელი სამუშაო, როცა შეეძლო თავისი პროფესიით და პატიოსანი შრომით ეცხოვრა და ჩირქი არ მოეცხო არც სამშობლოსთვის და არც თავისი თავისთვის...

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169562