ჭადრაკი

13:38 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფინიშამდე ორი ტურით ადრე...

20-წლამდე გოგონათა საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურშიც საინტერესო ბრძოლა გაგრძელდა. ყაიმით მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა და რადგან სამივე ლიდერმა გამარჯვება იზეიმა, სატურნირო განლაგება არ შეცვლილა. 7 ტურის თავზე 6.0 ქულით პირველ ადგილს კვლავ  ანა კუჭავა (2063) ინარჩუნებს, ხოლო 5.5 ქულით II-III ადგილებს მერი არაბიძე (2355) და ანა შამათავა (2104) ინაწილებენ.

ამავე ასაკის ჭაბუკებში, მორიგი გამარჯვებით კიდევ  უფრო გაიმყარა ლიდერის პოზიცია ზურაბ ჯავახაძემ (2448). მან თავი 6.5 ქულას მოუყარა და უახლოეს მდევარ ირაკლი ბერაძესთან (2324) უპირატესობა 1.5 ქულამდე გაზარდა, რაც პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ფაქტობრივად, ჩემპიონობას ნიშნავს.

მარცხი განიცადა 12-წლამდე გოგონათა ერთპიროვნულმა ლიდერმა ლილე ქორიძემ (1691). მან თამარ ესაძესთან (1560) წააგო და 5.0 ქულით მე-3 ადგილამდე დაქვეითდა, წინ კი ელენე კოსტავა (1668) და სანდრა კაპანაძე (1592) გაიჭრნენ 5.5-5.5 ქულით.

12-წლამდე ბიჭების ტურნირს 6-6 ქულით ნიკოლოზ პეტრიაშვილი (1680) და კოკა ბუკია (1586) ლიდერობენ. მათ ნახევარი ქულით ჩამორჩება მათე თოდაშვილი (1525).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092919