საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ვაჟთა პირველობას ჩინებული შედეგით ირაკლი ბენიძე ლიდერობს, რომელმაც შვიდივე (!) პარტიაში იმარჯვა და უახლოეს მდევრებს - ალექსანდრე ებრალიძესა და რამაზ ენდელაძეს 1.5 ქულით უსწრებს. გოგონებში 6.5 ქულით, პირველ ადგილზე ლიკა კობეშავიძე იმყოფება, ნანი უნაფქოშვილის აქტივში კი 5.5 ქულაა. მე-8 ტურში, ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.







