ჩოგბურთი

21:48 | 9.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში ჯოკოვიჩი მარეის გაეჯიბრება

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აშშ-ს ღია პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გააღწია. ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელიც ქარიშხლის გამო ორ დღეს გაიწელა, ჯოკოვიჩმა ესპანელი დავიდ ფერერი 2:6, 6:1, 6:4, 6:2 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ნოვაკმა ესპანელ რაფაელ ნადალთან წააგო, შარშან მასთანავე რევანშის აღება მოახერა, წლეულს კი ტიტულის დაცვა ენდი მარეისთან მოუწევს. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა თავის მხრივ გზიდან ჩეხი ტომაშ ბერდიხი ჩამოიცილა – 5:7, 6:2, 6:1, 7:6 (9:7), რისი წყალობითაც, განახლებულ რეიტინგში ნადალს გადაასწრებს და მსოფლიოს მე-3 ჩოგანი გახდება.
უამინდობის გამო, ვაჟთა ტურნირის ფინალი კვლავ ორშაბათს შედგება და ეს უკვე მიჯრით მეხუთედ ხდება. ცნობისთვის, ამერიკული სლემტურნირის საპრიზო ფონდი 24 მილიონ დოლარზე მეტია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088442