ჭადრაკი

21:38 | 18.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ზარქუა დაწინაურდა

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, განახლდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისი ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ მე-2 ეტაპის შემდეგ, ასპარეზობას ლევან ფანცულაია, დავით ზარქუა, ლუკა პაიჭაძე და გიგა ყუფარაძე შემორჩნენ. ამჯერად, მოჭადრაკეები ორის ნაცვლად, ოთხ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ და თანაბარი ქულების შემთხვევაში, გამარჯვებულს ტაი-ბრეიკი დაასახელებს.
მე-3 ეტაპის პირველ შეხვედრაში, ზარქუამ  პაიჭაძეს მოუგო, ხოლო ფანცულაია და ყუფარაძე ყაიმზე შეთანხმდნენ.
აღნიშნული რაუნდის მე-2 შეხვედრები ხვალ ჩატარდება
როლანდ ლაბუჩიძე
სოფო ნიკოლაძის ფოტო


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089764