ჩოგბურთი

12:07 | 20.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის რიმეიქი რომში

რომის “მასტერზ1000”-ის წლევანდელ გათამაშებაში შარშანდელი ფინალი გამეორდა. ისევე როგორც წინა სეზონში, “მარადიულ ქალაქში” პირველობისთვის ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) და რაფა ნადალი (3) იბრძოლებენ. 2011-ში სერბმა 2 სეტით, 6:4, 6:4 მოახერხა მალიორკელის ძლევა და ცხადია, ბალკანელის გეგმაში ამჯერადაც პირენელის დამარცხება შედის, თუმცა, არც ნადალი დაიშურებს ძალისხმევას, რათა კიდევ ერთხელ მოახერხოს რომის ტურნირის მოგება. შეგახსენებთ, რაფას ეს შეჯიბრება ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ აქვს მოგებული, დღეს კი მეშვიდედ გავა იტალიის დედაქალაქის საჩოგბურთო შეჯიბრების ფინალში სათამაშოდ. თუკი ესპანელმა ჯოკოვიჩის დაჯაბნა მოახერხა, ნადალი მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს რეიტინგსიაში როჯერ ფედერერს გაასწრებს და კვლავ “ნოლეს” შემდგომ პოზიციაზე დამკვიდრდება, მომავალ “როლან გაროსზე” კი მეორე ნომრად იქნება განთესილი.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჯოკოვიჩმა ფედერერს (2) 6:2, 7:6 (7:4) მოუგო და ნამატჩევს განაცხადა, წლეულს გრუნტზე ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენეო, “მხიარულმა როჯერმა” კი ჟურნალისტებს უთხრა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ვარ და პარიზში, საფრანგეთის ღია პირველობაზე საასპარეზოდ კარგ ხასიათზე მივემგზავრებიო.


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16647