ჩოგბურთი

18:34 | 4.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფინალი ნახევარფინალში

როჯერ ფედერერისა და მიხაილ იუჟნის შეხვედრათა ისტორია საწყისს 2000 წლიდან იღებს. შვეიცარიელი და დიდოსტატი და რუსი მოთამაშე ერთმანეთს პირველად სტოკჰოლმში შეხვდნენ და როჯერმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მას შემდეგ მოყოლებული ფედერერი და იუჟნი კიდევ 12-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთურთს (შარშან უიმბლდონზეც) და ყოველი მათი შეხვედრა შვეიცარიელის მოგებით სრულდებოდა. დამკვიდრებული ტრადიცია არც დღევანდელ მეოთხედფინალური მატჩში დარღვეულა. ცენტრალურ კორტზე ჩატარებულ პაექრობაში როჯერ ფედერერმა (3) შანსი არ დაუტოვა მიხაილ იუჟნის (26) და სამივე სეტი დიდი უპირატესობით, დამაჯერებლად მოუგო 6:1, 6:2, 6:2. მატჩი საათსა და 52 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც 30 წლის როჯერმა 2 ეისი განახორციელა. სადიდსლემო ტურნირების 16-გზის ჩემპიონი შვეიცარიელი კიდევ ერთხელ გავიდა უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში და ამ ეტაპზე პლანეტის რეიტინგსიის პირველი ნომერ ნოვაკ ჯოკოვიჩთან მოუწევს შებმა. ფედერერის სამეოთხედფინალო მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მრავალრიცხოვან მაყურებელთან ერთად შეხვედრას დიდი ბრიტანეთის უფლისწული უილიამი მეუღლე კატერინასთან ერთად დაესწრო. მატჩს უშუალოდ ტრიბუნუდან მიადევნა თვალი ლეგენდარულმა საჩოგბურთო წყვილმა, ანდრე აგასი-შტეფი გრაფი, მიადევნა თვალი.

“ვფიქრობ, კარგად ვითამაშე. მოწინააღმდეგე ბევრს ცდილობდა, მაგრამ მე იუჟნისთან თამაში ტრადიციულად კარგად გამომდის. ტრიბუნაზე კემბრიჯის ჰერცოგისა და მისი მეუღლის ყოფნამ დამატებითი სტიმული მომცა”, - განუცხადა ფედერერმა BBC-ის კორესპონდენტს.
უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ასევე სამი სეტით სძლია გერმანელ ფლორიან მაიერს (31) 6:4, 6:1, 6:4. პირველ კორტზე ჩატარებულ შეხვედრაში “ნოლეს”  უპირატესობა აშკარა იყო. სერბმა 7 ეისი შეასრულა და მოწინააღმდეგის 5 მოწოდება “აიღო”. რეიტინგსიის ლიდერი სერბი მეორედ შეხვდა მაიერს და მეორედ დაამარცხა. 
“გარკვეული დრო დამჭირდა კორტთან საადაპტაციოდ, რადგან წინა სამი მატჩი დახურულ დარბაზში ჩავატარე. ცოტათი ქარი უბერავდა, მთლიანობაში ჩემი გამოსვლით კი კმაყოფილი დავრჩი. ნახევარფინალში ფედერერს ვხვდები. როჯერთან თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. შვეიცარიელი ისე სტაბილურად და მძლავრად ასპარეზობს, ურთულესი შეხვედრა მელის”, - აცხადებს “ნოლე”.
მაშ ასე, უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის პირველი ნახევარფინალური წყვილი ტურნირის ექვსგზის ტრიუმფატორმა ფედერერმა და მოქმედ ჩემპიონმა ჯოკოვიჩმა შეადგინეს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170407