Warning: Undefined array key 0 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 555

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 555

Warning: Undefined array key 0 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 558

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 558

Warning: Undefined array key 0 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 561

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 561

Warning: Undefined array key 0 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 565

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 565

Warning: Undefined array key 0 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 568

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 568

Warning: Undefined array key 0 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 571

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/index.php on line 571
ფიფიას არაადექვატურად დიდი თანხების “გადაყრა” “ყელში ამოუვიდა”
ფეხბურთი

16:13 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიფიას არაადექვატურად დიდი თანხების “გადაყრა” “ყელში ამოუვიდა”

 

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, 30 ივლისს “დინამო არენაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ჩემპიონატისთვის არაადეკვატური თანხების დახარჯვას აღარ აპირებს, ხოლო მომავალ სეზონში გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებით იასპარეზებს, რომელთაც კახი გოგიჩაიშვილი გაწვრთნის. ფიფიას განმარტებით, ასეთი ნაბიჯი უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “აქტობესთან” გამოვარდნისა და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდის გამო გადადგა.  “დინამოში” მხოლოდ ერთი ლეგიონერი ესპანელი ჩისკო დარჩება.

რომან ფიფია: “ძირეული გადაწყვეტილებების დრო დადგა. მსურს კახი გოგიჩაიშვილი წარვადგინო, რომელიც ნამდვილი “დინამოელია”. ჩვენ შესაძლოა, ცოტა გვიან, მაგრამ ამ ღირებულებებს ვუბრუნდებით. გრძელვადიანი პროექტი დავგეგმეთ, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ამ წლების განმავლობაში თვალს ადევნებდით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა “აქტობესთან” ასე არ გვეთამაშა. კლუბის სტაფი დღე და ღამე მუშაობდა, რომ გუნდი ჩაცმულ-დახურული ყოფილიყო და ქართულ რეალობასთან არადაექვატურად კარგი პირობები ჰქონოდა. ჩემი მოთმინება დასრულდა. მე გუნდის გაახალგაზრდავება გადავწყვიტე. ამ გადაწყვეტილებას არაფერი შეცვლის. ჩვენ ამ ახალგაზრდებს 2-3 წელი უნდა მივცეთ, რომ გუნდი შეთამაშდეს და ისეთი მომენტი დადგეს, რომ ყოველ ნახევარ ან ერთ წელიწადში მწვრთნელებისა და ფეხბურთელების შეცვლაზე არ ვიფიქროთ. გუნდში ძველი შემადგენლობიდან 10 ფეხბურთელი რჩება. “დინამოში” ისინი ითამაშებენ, ვინც სულსა და გულს დადებენ. თქვენ თუ გგონიათ ჩემთვის ასე ადვილია წარმატებას ველოდო. გამარჯვება მინდა, მაგრამ სასწაული არ ხდება და ძალიან დიდი ფული იხარჯება. ის ბიჭები, რომლებიც გუნდში აღარ იქნებიან, პროფესიონალები არიან და კარიერას სხვაგან უნდა გააგრძელონ. “დინამოში” 19-20 წლის ბიჭები ითამაშებენ. ამ ახალგაზრდებს ევროპაში გზა უნდა გავუხსნათ. “რურის თასზე” ერთ თამაშს დავესწარი და პირველ გუნდს ასეთი ჟინით რომ ეთამაშა, როგორც ახალგაზრდულს, ასეთი შედეგი არ გვექნებოდა”.

- “დინამოში” მისვლისას განაცხადეთ, რომ გრძელვადიანი პროექტი გქონდათ. მაინც, რა გეგმას ისახავდით?

- “დინამოში” რომ მივედი, კლუბში სრული კატასტროფა იყო. ჩემი თვალით ვნახე გუნდი რა მდგომარეობაში იმყოფებოდა. იმ ბიჭებს, ვინც "დინამოსთვის" გადაიზარდა, კარიერის სხვაგან გაგრძელების საშუალება უნდა ჰქონდეთ. სხვა გზა არ გვაქვს. მთავარი პროგრესია. ჩვენ პროგრესი თუ გვინდა 2-3 წლიანი პროექტი უნდა განვახორციელოთ. ჩემთვის ყველაზე უსიამოვნოა, როდესაც მწვრთნელსა და ფეხბურთელს უნდა უთხრა, რომ უნდა წავიდეს.

- გუნდი რამდენმა ფეხბურთელმა დატოვა? მათ ხელფასები რამდენი ჰქონდათ?

- მომავალში ჩვენ ფეხბურთელებთან დადებულ კონტრაქტების საფასურსა და მათ მიერ მიღებულ ბონუსებს ვებგვერდზე ავტვირთავთ. გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს არადაეკვატური ხელფასები ჰქონდათ. როდესაც საქართველოში ხალხს 1000 ლარიც არ აქვს, ისინი 10000 ლარს იღებდნენ. ლეგიონერებიდან მხოლოდ ჩისკო დარჩა, რომელიც არავისზე ნაკლები “დინამოელია”.

- კლუბში მენეჯმენტის პრობლემები ხომ არ იყო?

- ჩვენ ქვეყანაში კადრების პრობლემა ყოველთვისაა. მენეჯმენტი მაქსიმალურად კარგადაა დაკომპლექტებული. ირაკლი ვაშაკიძემ სპორტული მენეჯერის თანამდებობა დატოვა. ამ რგოლის შევსებას არ ვაპირებთ. კახის გადასაწყვეტი იქნება, ვის მოიყვანს და ვის გაუშვებს. აქცენტს მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებზე გავაკეთებთ და უცხოელებს თუ მოვიწვევთ, მხოლოდ ახალგაზრდებს.

- ვინ დაუშვა შეცდომა?

- პირველ ყოვლისა, პასუხს ჩემს თავს ვთხოვ. შეცდომებს უშვებს ჯგუფი. მე არასოდეს ვხელმძღვანელობდი პრინციპით: “ასე მინდა”. არიან მრჩევლები და როდესაც ორი უარესი ვარიანტს შემოგთავაზებენ, ერთ-ერთი უნდა აირჩიო. არ მინდა ახლა ეს ხალხი დავასახელო. მინდა საქმე მათ დავავალო, ვისაც ფეხბურთი ესმის. მე ვაძლევ დროს ამ ახალგაზრდებს და მსურს თქვენც ეს დრო მოგვცეთ. ჩვენთან ამდენი კარგი ფეხბურთელი არაა. ყელში ამოვიდა ლეგიონერები და ფულის ყრა.

- ადრეც არარეთხელ გვახსოვს მსგავსი პრესკონფერენციები. ახლა ოპტიმიზმის საშუალებას რა გაძლევთ? რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ?

- ალბათ, ეს “დინამოს” ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული, მაგრამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ბევრი ვინც წავიდა, მაგარი ადამიანები და კარგი პროფესიონალები იყვნენ. არიან ფეხბურთელები, ვინც ამხელა ხელფასებს არ იმსახურებდნენ. ლორია ჩვენს გუნდში არ იქნება. კარგი მეკარეა და ახალ გუნდს ნახავს.

- ფეხბურთელები “დინამოდან” თავისუფალი აგენტების სტატუსით წავლენ თუ კომპენსაციას მოითხოვთ?

- ძალიან მძიმე საკითხია, რადგან ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტები აკავშირებთ. როგორც მოვილაპარაკებთ, ისე გადაწყდება. თუმცა, გეტყვით, რომ “დინამო” მეტს დაკარგავს, ვიდრე იშოვის. თქვენ თუ ხედავთ, რომ სხვა გზაა, მაშინ მითხარით. მითუმეტეს, მომავალ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში 16 გუნდი ითამაშებს. ეს გუნდები რა პირობებში იქნებიან? როგორ მოედნებზე ითამაშებენ?

- ბილეკს “დინამოს” წინაშე რა ვალდებულება ჰქონდა? ეს წარუმატებლობა ვისი ბრალია?

- ეს შეგიძლია ბილეკს ჰკითხოთ. ალბათ, მწვრთნელებისა და გუნდის ბრალია. მე და ბილეკი ერთმანეთში მოვრიგდით, რის შემდეგ დავშორდით. ეს ის გზა არაა, რომელიც ბილეკთან ერთად უნდა გავაგრძელოთ. ბილეკი კარგი იქნებოდა, ევროპის ლიგის ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით. გუნდში მაღალი ხელფასები არ იქნება, მაგრამ სოლიდური პრემიები იქნება. ფეხბურთელები პრემიებზე გაიზრდებიან.

- მზად ხართ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში გოგიჩაიშვილიც პრესის ნეგატიურ დამოკიდებულებას არ შეეწიროს?

- ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ კახის დრო 2 წელი აქვს, 3-იც კი, ოღონდ პროგრესი უნდა გვაჩვენოს. 2-3 თამაშში წარუმატებლობა არაფერს ნიშნავს. “დინამოს” მინიმუმ ერთი წელი უნდა და პროგრესი ექნება.

- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ცვლილებები დაგვიანებული იყო?

- სჯობდა ცოტა ადრე მომხდარიყო. პიროვნებებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ერთ მომენტში სიტუაცია “გამექცა”, შემდეგ “გაიბერა” და ასე წავიდა. ის მომენტი რამდენიმე ადამიანის ბრალია. თავიდან, როდესაც “დინამოში” მოვედი სულ სხვა საუბარი იყო და აქცენტი ახალგაზრდებზე უნდა გაკეთებულიყო. თუმცა, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. ასეთი გადაწყვეტილება, “აქტობესთან” წაგებისა და 16-გუნდიანი ჩემპიონატის გამო მივიღე.

- მომავალ სეზონში ევროთასებზე  თუ გახვედით გუნდს გააძლიერებთ?

- ჩვენ მარტო გრძელვადიან პერსპექტივაზე ვფიქრობთ. ჩვენი ბავშვები უნდა გავზარდოთ, რომ გუნდი შევავსოთ.

-  თქვენი გადაწყვეტილება იმას ხომ არ უკავშირდება, რომ შესაძლოა აღარ გაქვთ იმდენი თანხა, რაც კლუბის სერიოზულად დაფინანსებას ჭირდება. მითუმეტეს, საქართველოში გუნდის შენახვა წამგებიანი პროექტია? “დინამოს” სახელფასო ზღვარი მაინც რა იქნება?

- მწარე სიმართლეა, მაგრამ საქართველოში ერთადერთი კლუბი ვართ, რომელსაც 10 ან 15 მილიონის დახარჯვა შეუძლია. კარგი იქნებოდა, 2-3 კონკურენტი მაინც გვყავდეს. თუმცა, ზოგს გუნდის შენახვა 500000 ლარად უნდა, ზოგს მილიონად. დადგება დრო, როდესაც საქართველოში მაღალანაზღაურებადი 4 კლუბი მაინც იქნება. თორემ, ვიღაცას ბიუჯეტის ხარჯზე უნდა ცხოვრება, ვიღაცას უნდა რაღაცის გაგება, ვიღაცას არა. გაუგებარია, არსებობს სპორტული პრინციპი თუ - არა. გეტყვით, რომ ჩვენი ბიუჯეტი ქართულ კლუბებს შორის ყველაზე მაღალი იქნება.

- თქვენი და “ზესტაფონის” პრეზიდენტის ილის კოკაიას გადაწყვეტილება დროში ერთმანეთს დაემთხვა...

- კოკაიაც ისე ფიქრობს, როგორც მე. არ ვიცი “ზესტაფონის” ფეხბურთელებს რა ხელფასი ექნებათ. ეს შემცირება არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ. სჯობს, ფული იმ ფეხბურთელებმა მიიღონ, ვინც საქმეს აკეთებს და არა მათ, ვინც არაფერს აკეთებს.

ფიფიას საპრესკონფერენციო დარბაზიდან გასვლის შემდეგ, სიტყვა “დინამოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა აიღო:

“ახალი გუნდის შენებას ვიწყებთ. ლეგიონერებიდან მხოლოდ ჩისკო რჩება. დანარჩენი ქართველი ფეხბურთელები იქნებიან. ამბიციური და ბრძოლისუნარიანი გუნდი უნდა შევქმნათ. ამ ეტაპზე გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობენ: მერებაშვილი, მარცვალაძე, გრიგალაშვილი, ხიდეშელი, გარსია, ჯორდა, ხურცილავა, დოსოუდილი, ლორია, კვირკველია, ვუო. ჩვენ ის ფეხბურთელები უნდა გვყავდეს, რომლებიც “დინამოსთვის” ყველაფერს გაიღებენ. ისინი ითამაშებენ, ვინც ბოლომდე დაიხარჯებიან.

- საქართველოს ჩემპიონობას შეძლებთ?

- აქცენტი საქართველოს ჩემპიონობაზე უნდა გავაკეთოთ. “დინამო” ყოველთვის იქნება ის გუნდი, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

- სეზონის წინ გუნდმა ორი სრულფასოვანი შეკრება გაიარა, ხოლო ახლა ამდენი ფეხბურთელი წავიდა. ასეთ ვითარებაში ჩემპიონატისთვის როგორ უნდა მოემზადოთ?

- რთული იქნება, რადგან 9 აგვისტოს უკვე ჩემპიონატი იწყება. პირველ ყოვლისა, შეთამაშების პრობლემა გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ  მომავალში ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავდეს.

- რამდენად გაგიძნელდებათ გამოუცდელი ფეხბურთელებით თამაში?

- სამი გამოცდილი ფეხბურთელი მაინც გვჭირდება. იგივე ჩისკოსგან მაგალითის აღება ბევრს შეუძლია. ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმატებით თამაშის შანსი აქვთ.

- “დინამოში” ვინ დაგეხმარებათ?

- ჩემი გუნდით მოვდივარ. სულიკო დავითაშვილი და ზურა ქვაჩახია დამეხმარებიან. გუნდში დარჩება მეკარეების მწვრთნელი გელა ჭანტურია. ფიზმომზადების მწვრთნელი ბონდო გოცირიძე იქნება.

- კლუბის ხელმძღვანელობამ კონკრეტულად რა ვადა მოგცათ?

- გარკვეული პერიოდი გვექნება, რომ ხელმძღვანელობას პროგრესი დავანახოთ. თუ გუნდი პროგრესირებს საქმე კარგად მიდის, თუ არა, მაშინ გვერდით უნდა გაიწიო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133003