ფეხბურთი

14:58 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ “ბარსელონას” ტრანსფერები აუკრძალა

 

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კატალონიის “ბარსელონას” უახლოესი ორი სატრანსფერო სეზონის განმავლობაში ფეხბურთელების შეძენა აუკრძალა. ამის შესახებ ფიფას ოფიციალური საიტი იუწყება.

ამის მიზეზი ისაა, რომ 2009-2013 წლებში, “ბლაუგრანამ” 18 წელს ქვემოთ მყოფ 10 ფეხბურთელთან კონტრაქტები წესების დარღვევით გააფორმა. კანონის დაცვით, კლუბმა 18 წლამდე უცხოელი ფეხბურთელი ფიფას კომიტეტის პირობებით უნდა გაიფორმოს, კატალონიელები კი, ამას არ აკეთებდნენ. ამგვარად, “ბარსელონა” 2015 წლის ზაფხულამდე ვერცერთი ასაკის ფეხბურთელს შეიძენს. გარდა ამისა, ჯარიმის სახით, კატალონიელები 450 ათას შვეიცარულ ფრანკსაც გადაიხდიან.

იუნიორთა რეგისტრაციის რეგლამენტის დარღვევისთვის, ფიფამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაც დააჯარიმა. ესპანელებს 500 ათასი ფრანკის გადახდა დაევალათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114773