ფეხბურთი

20:13 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ლეგენდები ინგლისის მე-6 დივიზიონში

ინგლისის რანგით მე-6 დივიზიონში მოთამაშე “ფარნბოროს” ხელმძღვანელობამ ყურადღების მისაქცევად ორიგინალურ ხერხს მიმართა. ამ გუნდის მოთამაშეები მოედანზე ფეხბურთის ყოფილი და ამჟამინდელი ვარსკვლავების წარწერიანი მაისურებით გამოდიან.

“ფარნბოროს” თამაშის ყურებისას აღმოაჩენთ, რომ ამ გუნდში თამაშობენ: გორდონ ბენქსი, კაფუ, ალან ჰანსენი, რობერტო კარლოსი, ფრანც ბეკენბაუერი, ჯორჯ ბესტი, პოლ გასკოინი, ზინედინ ზიდანი, იოჰან კრუიფი, დევიდ ბექჰემი, გარი ლინეკერი, დიეგო მარადონა, პელე და ლიონელ მესი. გუნდის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონია, ხოლო მენეჯერ – ჟოზე მოურინიო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112957