თამაშგარე

21:03 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ცქერისას მოსული “გენიალური” იდეა

ლუდი და სწრაფი კვება ყველაზე გაყიდვადია. სწორედ ამიტომ, მოხერხებულმა ცოლ-ქმარმა ასეთი ბიზნესი წამოიწყო: ტომმა და ათენა სიფერთებმა ერთ ბოთლში მოათავსეს ორივე, ლუდი და პიცა. ლუდი, რომელსაც პიცის გემო აქვს გახდა მიზეზი, წყვილს ნამდვილი სამუშაოები მიეტოვებინათ და ოჯახური ბიზნესი წამოეწყოთ. ილინოისის შტატში, თავიდან საკუთარ ავტოფარეხში მოხარშული ლუდი მალე ინგლისამდე "ჩავა".

"ერთხელ ფეხბურთის ყურებისას პიცა გამოვიძახეთ, სახლში ლუდი არ აღმომაჩნდა და ღვინო მივაყოლეთ, პიცას ღვინო ძალიან არ მოუხდა, წავედი და შევიძინე ინგრედიენტები, რომლითაც ვფიქრობდი, რომ ღვინოს პიცის გემოს მივცემდი. ურიგო არ გამოვიდა, რასაკვირველია თავიდან გაზიანი ვერ გავაკეთე, მაგრამ შემდეგ ავტოფარეხში გადავინაცვლე და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვიმედოვნებდი," - ამბობს ტომი.

პირველი მარკეტინგული სვლა ინგლისური პაბი იყო, წყვილმა ლუდი პაბში წაიღო და უფასოდ დაარიგა, პიცის არომატიანმა ლუდმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.075162