ავტოსპორტი

23:20 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელის წარუმატებლობა ელექტრონიკის ბრალია

როგორც გაირკვა, ავსტრალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში სებასტიან ფეტელის წარუმატებლობის მიზეზი, ძრავის ელექტრონიკის პროგრამაში წარმოქმნილი პრობლემის შედეგია. ფეტელმა კვალიფიკაციის მეორე ეტაპი ვერ გადალახა და მე-13 დროს დასჯერდა. ამასთან, თავის ახალ თანაგუნდელ დანიელ რიკარდოსთან 2.4 წამი წააგო.

რბოლის შემდეგ, „რედ ბულის“ სპეციალისტებმა უწესივრობის კონკრეტულ მიზეზსაც მიაგნეს - როგორც გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, ყველაფერი ერთადერთი სენსორის ბრალია: „სებს არ გაუმართლა. მის ძრავზე პროგრამული უზრუნველყოფა გაუმართავად მუშაობდა, რამაც სიმძლავრეც დააკლო და ძნელად სამართავიც გახდა“.

ცუდი შედეგის მიუხედავად, ფეტელმა განაცხადა, რომ გუნდმა ბოლოს ტესტების შემდეგ, საგრძნობლად წინ წაიწია: „მანქანას აშკარა წინსვლა ეტყობა. უკმაყოფილო ვარ, რომ Q3-ში ვერ გავედი. ვფიქრობ, მანქანა სწრაფია, მაგრამ ამჯერად მართვის პრობლემები გვქონდა. დანიელმა შესანიშნავად იასპარეზა. ვულოცავ. რბოლაში მთავარი ფაქტორი ტექნიკის საიმედობა უნდა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი შესაძლებლობა გვექნება“.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

0.095932